Monday, October 23, 2017

რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მე-3 ტური გაიმართა


რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მე-3 ტური გაიმართა, რომელშიც გიორგი ცინცაძის 

„პოლიტეხნიკა“ სტუმრად „ორადეას“ შეხვდა და დიდი სხვაობით 67:101 წააგო.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო. ცინცაძემ ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 30 წუთი ითამაშა და თავი 5 ქულას, 2 მოხსნას, 1 პასს და 1 დაფარებას მოუყარა.
ცინცაძემ 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიო ჩააგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა.
3-დან 3 წაგებით „პოლიტეხნიკა“ ცხრილის ფსკერზე იმყოფება. მე-4 ტური 28 ოტომბერს გაიმართება, რომელშიც ცინცაძის გუნდი „სტიაუას“ უმასპინძლებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment