Monday, October 23, 2017

მეცნიერები: ძაღლებმა მიმიკის მართვა ისწავლეს

ბრიტანელმა ზოოფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ძაღლებმაა თავიანთი განწყობის გამოსახატავად შესაბამისი მიმიკის მიღება ისწავლეს. ვრცლად მეცნიერების სტატიას ჟურნალი Scientific Reports-ი აქვეყნებს. 
"უმრავლესობა ძუძუმწოვარ ცხოველს მოძრავი სახე აქვს, თუმცა მიიჩნევა, რომ მათ ხასიათის შესაბამისად მიმიკის მართვა არ შეუძლიათ", - წერს პორტსმუტის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯულიანა კამინსკი. 
კამინსკიმ, კოლეგებთან ერთად ექსპერიმენტი 24 ძაღლზე ჩაატარა. მათთვის უცნობ ოთახში სკამზე იჯდა ადამიანი, რომელიც ხან ზურგით ტრიალდებოდა, ხან პირდაპირ უყურებდა. კაცის გვერდით ზოგიერთ შემთვევაში საჭმლით სავსე კალათა იდო. მეცნიერებს აინტერესებდათ, რამდენად გამოიყენებდნენ მიმიკას ძაღლები ადამიანთან ურთიერთობისთვის. 
როგორც აღმოჩნდა, ძაღლის სახე ფაქტობრივად არ იცვლებოდა განურჩევლად იმისა, იყო იმ მომენტში საჭმელი ოთახში თუ არა, თუმცა ადამიანის პოზიციის შესაბამისად, ცხოველი თავის განწყობას გამოხატავდა. 
მეცნიერების აზრით, ადამიანებთან ხშირი კონტაქტის გამო, ძაღლებმა მათი სახის მიხედვით, ემოციის აღქმა შეისწავლეს. მაგალითად, ძაღლები, ექსპერიმენტის დროს თვალებს "ამრგვალებდნენ", როდესაც მათ ადამიანი უყურებდა და ხშირ შემთხვევაში ენას ყოფდნენ. პირველი "ჟესტი" სევდის გამოხატვად მიიჩნევა, ხოლო მეორე - ინტერესის. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment