Friday, October 20, 2017

კვლევა: წელიწადში 9 მილიონი ადამიანი გარემოს დაბინძურების გამო იღუპება

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

წელიწადში 9 მილიონი ადამიანი გარემოს დაბინძურების გამო იღუპება. საგანგაშო კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა,ინფორმაციას კი ბრიტანული Guardian-ი ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, ჰაერის,წყლის, ნიადაგისა და სამუშაო ადგილების შესწავლამ ცხადყო, რომ მდგომარეობა საგანგაშოა.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მსოფლიოში სიკვდილის ყოველი მეექვსე შემთხვევა გამონაბოლქვთანაა დაკავშირებული. 
კვლევაში ნათქვამია, რომ ჰაერისა და წყლის დაბინძურებით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 92% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს მაჩვენებლი აზიაში გაორმაგდება.
გაირკვა ისიც, რომ პრობლემურია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment