Friday, October 20, 2017

ურუგვაიმ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას მოხმარება დააკანონა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ურუგვაის ხელისუფლებამ მარიხუანას გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის ოფიციალურად დააკანონა. ამის თაობაზე ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა.
დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო პრეპარატები, რომელიც კანაფისგან იქნება დამზადებული, აფთიაქებში გაიყიდება, თუმცა ამ პრეპარატების ყიდვისთვის ექიმის ნებართვა იქნება საჭირო. მარიხუანას შემცველობით დამზადებული წამლების ყიდვა აფთიაქში უცხოელებსაც შეეძლებათ. მედიკოსები ამბობენ, რომ ამ წამლებით ეპილეფსიასა და სკლეროზს მკურნალობენ, ასევე, შესაძლებელია მისი ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გამოყენებაც.
ივლისში ქვეყანამ მიიღო კანონი, რომელმაც გართობის მიზნით მარიხუანას გამოყენება დაუშვა. ამის გარდა, 2013 წლიდან ურუგვაიში მოქმედებს წესი, რომელიც ადგილობრივებს აძლევს უფლებას გარკვეული რაოდენობის მარიხუანა თავადვე მოიყვანონ, ასევე, სპეციალური კონტროლის გავლის შემდეგ, რომელიც თითის ანაბეჭდების აღებასაც გულისხმობს, მარიხუანას პაკეტები აფთიაქებშიც შეიძინონ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment