Sunday, October 22, 2017

ავღანეთში "თალიბანის" 9 საველე მეთაური მოკლეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" 9 საველე მეთაური მოკლეს.  ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორზე დაყრდნობით Khaama Press-ი წერს.
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნანგარჰარის პროვინიაში ამერიკული გამანადგურებლის მიერ განხორციელებულ იერიშს 40-ზე მეტი რადიკალი ემსხვერპლა. 
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიადარტყმის სამიზნე ექსტრემალების საწვრთნელი ბაზა იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment