Sunday, October 22, 2017

ბათუმის რაგბის კლუბმა ევროპის კონტინენტის ფარის გათამაშებაში გერმანული გუნდი დაამარცხა

საქართველოს სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ ევროპის "კონტინენტის ფარის" გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბათუმში, „რაგბი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ვიცეჩემპიონმა გერმანიის „ჰაიდელბერგი“ 33:16 დაამარცხა და ხუთი ქულა მიითვალა.
„ბათუმის“ შემადგენლობაში ოთხი ლელო ზურაბ თუთბერიძემ, გიორგი გოგიტიძემ, ზურაბ ერისთავმა და დავით ტრაპაიძემ დადეს. ორი ტურის შემდეგ ევროპულ საკლუბო ტურნირზე B ჯგუფს „ბათუმი“ 7 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ქართველი მორაგბეები 9 დეკემბერს სტუმრად იტალიის „ვიადანასთან“ გამართავენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment