Monday, October 23, 2017

კარლო ანჩელოტი შესაძლოა ჩელსის მწვრთნელი გახდეს

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ანტონიო კონტე შესაძლოა მისმა თანამემამულემ, კარლო ანჩელოტიმ შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი ინგლისური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
მიმდინარე სეზონში კონტეს ხელმძღვანელობით "არისტოკრატები" შარშანდელისგან განსხვავებით არადამაჯერებლად თამაშობენ და ინგლისის პრემიერლიგის ლიდერს "მანჩესტერ სიტის" 9 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით ჩამორჩებიან.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, სამი ტურის შემდეგ მერვედფინალის საგზური "ჩელსის" ჯერ განაღდებული აქვს და ფლეი-ოფში გასვლისთვის დარჩენილ შეხვედრებში "რომასთან" და "ატლეტიკოსთან" სერიოზული ბრძოლების გადატანა მოუწევს.
ანჩელოტი "ბაიერნიდან" სექტემბრის ბოლოს დაითხოვეს და მართალია განაცხადა, რომ რვათვიანი პაუზის აღებას აპირებს, მაგრამ თუ სერიოზული წინადადება ექნება, ის სამწვრთნელო საქმიანობას აუცილებლად დაუბრუნდება. ანჩელოტი "ჩელსიში" 2009-2011 წლებში მუშაობდა და გუნდს ინგლისის ჩემპიონატი მოაგებინა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment