Monday, October 23, 2017

ნიგერიაში ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მაიდუგუში მომხადარი ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 მძიმედ დაიჭრა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოახდინეს. ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ცნობით, თავი სულ სამმა ტერორისტმა აიფეთქა. ინფორმაციას Voice of America ავრცელებს.
ამ დრომდე ტერაქტზე პასუხიმდგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment