Tuesday, October 24, 2017

პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა შენარჩუნდება

თბილისში, პეკინის ქუჩაზე ცალხმრივად მოძრაობის 1-თვიანი დაკვირვების პროცესი დასრულდა. შედეგად გადაწყდა, რომ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალხმრივი იქნება. ინფორმაციას თბილისის მერიაზე დაყრდნობით, სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
"სატესტო რეჟიმი დამთავრებულია. ამის შესაბამისად პეკინის ქუჩა ცოტა ხნის წინ დაიხაზა", - განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. 
რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა 21 სექტემბერს გაიხსნა. პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყო და ამისათვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment