Tuesday, October 24, 2017

ერაყის ქურთისტანმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 8 თვით გადადო

ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო, 8 თვით გადადო. ამის შესახებ ტელეკომპანია Rudaw-ი ლიუწყება. სექტემბერში ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. 
რეგიონში საპარლამენტო არჩევნები 2013 წელს გაიმართა, საპრეზიდენტო კი 2009 წელს. პრეზიდენტს მასუდ ბარზანს უფლებამოსულების ვადა 2013 წელს ამოეწურა, თუმცა პარლამენტმა ეს ვადა ორჯერ გაახანგრძლივა. ბარზანიმ ადრე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს. 
არჩევნების გადადების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები არ დარეგისტრირებულან. 
16 ოქტომბერს, ერაყის არმიის სპეცდანიშნულების ძალებმა ქალაქ კირკუკზე კონტროლი დაამყარეს.ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა რეგიონის ნავთობსაბადოებზეც. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი ცენტალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ „სახალხო მობილიზაციის მილიციას“ ქურთების მიმათ მარადიორობასა და შევიწროვებაში ადანაშაულებს.
25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. 
ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაერო და აშშ-იც.
კირკუკის პროვინცია სადავო ტერიტორიაა. ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლება მას ქურთების მიწად მიიჩნევს, ერაყში კი აცხადებენ, რომ კირკუკი არასოდეს ყოფილა ქურთისტანის ნაწილი
imedinews.ge

No comments:

Post a Comment