Thursday, October 12, 2017

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობების გააქტიურების გამო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია.
"რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონული უსაფრთხოებისადმი საშიშროების შემცველია", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"ნატოს წვრთნაში, რომელიც საქართველოში ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარდა, რეკორდული რაოდენობით სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული. ალიანსის წევრი ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები კი, რომლებიც წვრთნას ესწრებოდნენ, ხაზს უსვამდნენ მანევრების ანტირუსულ მიმართულებას და იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სწავლება სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისთვის. საქართველოსა და ალიანსის ეს ქმედებები ჟენევის დისკუსიის ფორმატს ეწინააღმდეგება და რეგიონში ვითარების დაძაბვას უწყობს ხელს", - ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) დაიწო, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს. მინისტერიალში მონაწილეობს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი
imedinews.ge

No comments:

Post a Comment