Thursday, October 12, 2017

გოგა ხაინდრავას სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან კუჭავამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად მხარეებს 14 სამუშაო დღე მისცა. ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რეჟისორ გოგა ხაინდრავას პატივისა და ღირსების შელახვის გამო, სასამართლოში უჩივლა. ეკა გიგაური სიმბოლურად, მორალური ზარალის ანაზღაურებას 30 თეთრის ოდენობით ითხოვს.
პირველი სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს გაიმართა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment