Saturday, October 21, 2017

მოსწავლესთან ხმამაღალი საუბარი ძალადობად არ უნდა განიხილებოდეს – მუხრან გულიაშვილი

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერების“ ფარგლებში მონიტორინგი  მთელი საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში,  ჩაატარა რომლის შედეგებიც  ცხადყოფს, რომ სკოლებში ხშირია მოსწავლეებზე როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი – სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დააფიქსირა მოსწავლეთა- 20.30%, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან-47.10%, დამრიგებლის მხრიდან 61.50%, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან- 78.80%.
დასაფიქრებელია ისიც, რომ გამოკითხულ ბავშვთა უმრავლესობა უსაფრთხოების განცდაზე საუბრისას, ამბობს, რომ სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, თუმცა შემდგომში ირკვევა, რომ მათ დიდ ნაწილს მასწავლებლის მხრიდან მუქარის,  თანაკლასელების წინაშე გალანძღვის, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვის ატანა უწევს. საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა არ იციან თავიანთი უფლებები. გამოკითხულ მოსწავლეთა 48% ძალადობად არ მიიჩნევს ყვირილს, მათ აზრს სკოლის თანამშრომელთა 25%-იც იზიარებს, თუმცა ამაზე განსხვავებული პასუხი აქვს ფსიქოლოგიას, რომლის მიხედვითაც „ყვირილი ემოციური ძალადობის მთავარი ნიშანია“.
სკოლაში ყვირილი და ხმამაღალი ტონით საუბარი დასაშვებად მიაჩნია სასკოლო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ მუხრან გულიაშვილსაც, რომლის თქმითაც, ეს ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების ნაწილია:
„მე ეჭვის თვალით ვუყურებ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მოსწავლესთან ხმამაღლა საუბარი ძალადობად განიხილება, მაგრამ ვინც სკოლის კონტენტს კარგად იცნობს, იცის რომ ხმამაღლა საუბარს აქვს სხვადასხვა დატვირთვა. თუ ეს ხალხი, ვინც კვლევა ჩაატარა ყველა დაყვირებას და ხმის აწევას ძალადობად განიხილავს, მათ საუბარს დაჰკრავს იმის ელფერი, რომ შორს არიან სკოლის ყოველდღიური სიტუაციიდან. მასწავლებელს, ზოგჯერ ხმამაღლა საუბარი, შენიშვნის მიცემა უწევს და ეს ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების ნაწილია.
ფიზიკურ ძალადობა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, მაგრამ მსგავსი ფაქტები ვფიქრობ, დღეს უფრო იშვიათია, ვიდრე წლების წინ.
ამ პრობლემების მოგვარების რაიმე კონკრეტული მეთოდი არ არსებობს. ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია  და თითოეულ მათგანს თავისი გასაღები აქვს“,- ამბობს გულიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment