Saturday, October 21, 2017

ისრაელმა სირიის არმიის პოზიციები დაბომბა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ისრაელის სამხედროებმა კუნეიტრის პროვინციაში სირიის არმია დაბომბეს. ამის შესახებ ისრაელის არმიაზე დაყრდნობით Jerusalem Post-ი იუწყება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამით ისრაელმა სირიის ტერიტორიიდან გახსნილ ცეცხლს უპასუხა და სამი საარტილერიო დანადგარი გაანადგურა. გამოცემის წყაროს ცნობით, დილით, გოლანის მაღლობების ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხუთი რაკეტა აფეთქდა. არავინ დაშავებულა.

Reuters-ის ცნობით, ისრაელის სახელმწიფოსთვის ცეცხლის გახსნა გამიზნული არ იყო. მიუხედავად ამისა, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ თუნდაც არაგამიზნული ინციდენტების შემთხვევაში ის პასუხს არ დააყოვნებს.

გოლანის მაღლობები, რომელსაც ისრაელი უკვე ნახევარი საუკუნის განმავლობაში აკონტროლებს, ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე სადავო ტერიტორიაა. 1944-1967 წლებში ის სირიას ეკუთვნოდა. ექვსდღიანი ომის შემდეგ ტერიტორია ისრაელის სახელმწიფომ დაიკავა. გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელის ქმედებას უკანონო უწოდა. ისრაელიც და სირიაც გოლანის მაღლობებს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment