Monday, October 2, 2017

ქობულეთსა და მიმდებარე სოფლებში წყალდიდობა და მეწყერი კიდევ უფრო გააქტიურდა

ქობულეთში მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე ქუჩა დატბორა. კერძოდ, სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. გელაურის დასახლება, ასევე რუსთაველის ქუჩის ნაწილი.
გამგებლის მოადგილი მალხაზ რომანაძის განცხადებით, დატბორილია რამდენიმე სახლის პირველი სართულიც. 
"ადიდებულია მდინარე აჭყვა. მობილიზებულია ყველა სამსახური და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, წყლის საქაჩი სისტემა ამუშავებულია, მაგრამ წყლის რაოდენობა ძალიან დიდია. ჯავახიშვილის ქუჩაზე უკვე სახლებში შევიდა წყალი", - განაცხადა მალხაზ რომანაძემ. 
რთული ვითარებაა სოფელებშიც, კვირიკესა და ჩაისუბანში მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ჩამოწვა.
უამინდობა საქართველოში 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები ფოთსა და ურეკშიც შექმნა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment