Thursday, October 19, 2017

ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ უფასო ექვსკვირიანი ინტერნეტ სასწავლო კურსი იწყება

 

 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ უფასო, ექვსკვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ღია ონლაინ კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს განავითარონ კომპეტენციები, რომლის საშუალებითაც ჩაერთვებიან ახალგაზრდულ პოლიტიკაში; ასევე, მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ეტაპების თაობაზე, აღნიშნული პოლიტიკის გავლენაზე ახალგაზრდობაში, რაც სამომავლოდ აისახება ახალგაზრდული პოლიტიკის მომავალზე. 
კურსი ინტენსიურად გამოიყენებს ევროპის საბჭოს და ევროკომისიის ახალგაზრდული პარტნიორობის ახალგაზრდობის სფეროში დაგროვებულ ცოდნასა და მასალებს გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე. 

კურსის სტრუქტურა 6 მოდულს შეიცავს: შესავალი, ახალგაზრდული პოლიტიკის საფუძვლები, ძირითადი ელემენტები ახალგაზრდულ პოლიტიკაში, როგორ შევქმნათ ახალგაზრდული პოლიტიკის სტრუქტურა, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება, ახალგაზრდული პოლიტიკის მომავალი და კურსის დახურვა. 

კურსის გავლა ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოა. 

კურსი დაიწყება 2017 წლის 30 ოქტომბერს, გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში და დასრულდება 11 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
ipn.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment