Thursday, October 19, 2017

იურიდიულ კომიტეტში ნარკოპოლიტიკის შესახებ მსჯელობა უშედეგოდ დასრულდა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ნარკოპოლიტიკის შესახებ მეორე მსჯელობა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
ძალოვანი უწყებების მხრიდან კანონპოექტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. შინაგან საქმეთა მინისტრის, მოადგილის, შალვა ხუციშვილის განმარტებით, უწყების პოზიცია კანონპროქტის მიმართ კონსერვატიულია.
თუ რომელ ნაწილში არ ეთანხმება უწყება ინიციატორებს, ხუციშვილმა იმ მიზეზით არ დაასახელა, რომ სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.არასამთავრობო სექტორში კანონპროექტს მხარს უჭერენ და მის მიღებას მოითხოვენ.
16 ოქტომბერს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა არ შედგა. ამის გამო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრებმა იუსტიციის მინისტრი და საბჭოს ხელმძღვანელი თეა წულუკიანი გააკრიტიკეს.
26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 
29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment