Wednesday, October 18, 2017

ბარსელონაში დაკავებული კატალონიელი პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვენ

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების დემონსტრაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტები ორი დაკავებული პოლიტიკოსის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
ესპანეთის სასამართლომ ორი კატალონიელი სეპარატისტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება ნაციონალისტური ორგანიზაცია Omnium Cultural-ის ხელმძღვანელ ჟორდი კუიშარსა და „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ მეთაურ ჟორდი სანჩესს. მათ ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის მოწოდებაში ედებათ ბრალი და რეფერენდუმის მთავარ ორგანიზატორებად მიიჩნევიან.   
ესპანეთის სასამართლომ 1 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგები არალეგიტიმურად ცნო.10 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დეკლარაცია. დეკლარაციას ხელი კატალონიის მეთაურმა კარელს პუჩდემონმაც მოაწერა. ამასთან მან ჟურნლისტებთან განმარტა, რომ ეს „სიმბოლური“ ნაბიჯი იყო და „დამოუკიდებლობის გამოცხადების განზრახვას“ წარმოადგენს.
კატალონიის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment