Wednesday, October 18, 2017

კიევში მიმდინარე აქციაზე საველე სამზარეულო და ბარიკადები გაშალეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

კიევში, უკრაინის უმაღლეს რადასთან მიმდინარეო აქციაზე საველე სამზარეულო და ბარიკადები გაშალეს. ამის შესახებ ტელეკომპანია ТСН-ი წერს. სამზარეულო ათასი ადამიანის გამოკვებას შეძლებს. ამასთან, მზარეულები არ აკონკრეტებენე, ვინ აფინანსებს აქციის მონაწილეების კვებას. 
ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს დილით აქციაზე 200 ადამიანი იმყოფებოდა. 
გუშინ, რადას შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს 4 ადამიანი დაშავდა. 
აქციას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის პატია და სხვა ოპიზიციური ძალები მართავენ. აქციის ორგანიზატორებმა უკრაინის პრეზიდენტს 3 მთავარი მოთხოვნა წაუყენეს. ესენია: დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმება, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და არჩევნებში მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.
მანამდე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. პოლიციის ცნობით, უმაღლეს რადასთან 6 ათასამდე ადამიანია თავმოყრილი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment