Wednesday, October 18, 2017

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ცენტრის მშენებლობას საძირკვბელი დღეს 18 ოქტომბერს ჩაეყარა.
ოფიციალური ინფორმაციით, კვლევითი ცენტრის მშენებლობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ერთი მილიონ 578 ათასი ლარით დაფინანსდება,  800 ათასი ლარი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული მშენებლობისთვის.
„ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრი 1100 კვ.მფართობზე, სამსართულიან  შენობაში განთავსდება, რომელიც პროექტის მიხედვით, მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას“.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბსუს-ს ინფორმაციით, ინსტიტუტში განთავსდება მოლეკულური ბიოლოგიის
ლაბორატორია, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, მიკოლოგიის ლაბორატორია, ბიომრავალფეროვნების კვლევის ლაბორატორია და სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია. 5.2 ჰ მიწის ფართობზე კი საცდელი ნაკვეთი უნდა განთავსდეს, სადაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურის მცენარეების კვლევა იწარმოებს.
კვლევითი ცენტრის მშენებლობას სამშენებლო კომპანია ,ვექტორი“ ახორციელებს. მშენებლობა 2018 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.
batumelebi.netgazeti.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment