👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ლიტვურმა ორგანიზაცია „Saulės Grąža“-მ "მრავალეროვან საქართველოსთან" თანამშრომლობით საქართველოში მზის ენერგიის პანელების მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.
მზის ენერგიის გენერირების პანელები უკვე განთავსდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლისა და თიანეთის ჯანდაცვის რეგიონალური ცენტრის საავადმყოფოს სახურავებზე. მომდევნო სამონტაჟო ობიექტებია თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საბავშვო ბაღი და თეთრი წყაროს გამგეობის შენობა.
პროექტის ფარგლებში, მზის ენერგიის გენერირების პანელები, ასევე, დამონტაჟდება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაზე.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტრო
imedinews.ge

No comments:
Post a Comment