👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
რესტორნებისა და კაფეების მენიუებში თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ფლაერები გამოჩნდება. ინფორმაციას bpi-ზე დაყრდნობით, Commersant-ი ავრცელებს.
როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე განმარტავს, ფლაერების მენიუში განთავსება საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. მისი თქმით, ალიანსს სურს, თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 1 მაისამდე) საზოგადოების ცნობიერებისა და ცნობადობის ამაღლებას შეუწყოს ხელი.
ფლაერები ქვეყნის მთავარი ქალაქების რესტორნებისა და კაფეების მენიუში იქნება ჩადებული.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გარკვეული მუხლები 1 მაისიდან შევა ძალაში. ეს უპირველესად სამასპინძლო ბიზნესსა (კაფე-რესტორნებში) და დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას გულისხმობს.
No comments:
Post a Comment