👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი დაახლოებით 41 ათასმა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩევლების 29,23%-ია.
საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 8 საჩივარია შესული.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment