ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ორგანიზაციის წევრობას მათთვის სარგებელი მოაქვს. 28 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ევროპარლამენტი ავრცელებს.
გამოკითხული 27 881 ადამიანიდან 64 % ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყნებისთვის სასარგებლოა და მათ ცხოვრებაზე დადებითად აისახება. გამოკითხულთა 33 % ევროპარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 42%-ს საკანონმდებლო ორგანოს შესახებ ნეიტრალური წარმოდგენა აქვს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა მთავარ გამოწვევად ტერორიზმის საფრთხეს ასახელებს. რესპონდენტების 58 % ფიქრობს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ევროკავშირის ლიდერების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.
გამოკითხულთა 43% ორგანიზაციის უმთავრესი საზრუნავი უმუშევრობის შემცირება უნდა იყოს. გამოკითხვაში მონაწილე ევროკაშირის მოქალაქეების 42% ძირითად პრობლემად სიღარიბის დაძლევას, 35% კი არაკონტროლირებად მიგრაციას ასახელებს.
ტერორიზმის, უმუშევრობისა და სიღარიბის შემდეგ, ევროკავშირის მოქალაქეები პრობლემებად ასახელებენ რელიგიურ რადიკალიზმს, ორგანიზებულ დანაშაულს, შეიარაღებულ კონფლიქტებს, პოლიტიკურ ექსტრემიზმს, ინფექციური დაავადებების გავრცელებასა და კიბერშეტევებს.
ევროკავშირის მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტი ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, გენდერული თანასწორობის დაცვის გარანტია უნდა იყოს.
1tv.ge
