Tuesday, October 24, 2017

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სტუმრობდა

დღეს, 2017 წლის 24 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სტუმრობდა.
სტუმარი შეხვდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს, დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და შეხვდა სტუდენტებს.
ქალბატონმა მარიამ ჯაშმა ისაუბრა საქართველოს განათლების სისტემაში უკვე გატარებული, მიმდინარე და სამომავლო რეფორმების  თაობაზე;  გაუზიარა სტუდენტებს საკუთარი  ხედვა და პირადი  დამოკიდებულება ზოგადად განათლებისა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ თემებზე.
 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.  

No comments:

Post a Comment