Monday, October 23, 2017

თბილისში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებზე სასწავლო კურსი მიმდინარეობს

თბილისი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის შემოდგომის სკოლის სასწავლო კურსს მასპინძლობს. კურსს მსოფლიო ჯანდაცვის ევროპის ბიურო ახორციელებს. საშემოდგომო სკოლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.
სასწავლო კურსი 23 დან 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეხვედრაზე ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების მთავარი გამოწვევები და შესაძლებობები განიხილეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment