Thursday, October 12, 2017

კვირიკაშვილი აპატურაის შეხვდა

პრემიერმინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. 
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხი განიხილეს.
საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებას, ასევე, ნატოსთან თავსებადობას ემსახურება.
ამასთან, მათ განიხილეს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ნაბიჯები და ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას და იყენებს ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
კვირიკაშვილი  და აპატურაი ერთმანეთს ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში შეხვდნენ, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment