Sunday, October 22, 2017

ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა უცხოპლანეტელების შესახებ საკუთარი კვლევა წარმოადგინა

ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ალან სტერნმა, რომელიც New Horizons-ის მისიის მთავარი მკვლევარია, განმარტა, თუ რატომ არ ჩანან უცხოპლანეტელები. ამის შესახებ Science News-ი წერს. მეცნიერი ფიქრობს, რომ უცხოპლანეტელების უმეტესობა საკუთარი პლანეტის არა ზედაპირზე, არამედ მის წიაღში ცხოვრობს. სტერნი ვარაუდობს, რომ სიცოცხლის ასეთი ფორმა პლანეტების და მათი თანამგზავრების ოკეანეების სიღრმეში არსებობს, რომელიც უცხო თვალისთვის უხილავია. 
მისივე თქმით, ასეთი ციური სხეულები ენერგიას არა ვარსკვლავების სინათლისგან, არამედ ოკეანეების ფსკერის ჰიდროთერმული წყაროებიდან იღებენ. მზის სისტემაში არსებობენ ანდა დასაშვებია, რომ არსებობდეს ციური სხეულები, რომლებსაც თხევადი ან გაყინული ოკეანეები არტყამს გარშემო. მათ შორისაა იუპიტერის, სატურნის და პლუტონის თანამგზავრები.  
2017 წლის აპრილში კოსმოსურმა სადგურმა Cassini-მ აღმოაჩინა, რომ სატურნის თანამგზავრ ენცელადის წიაღიდან ამოფრქვეული წყლის ნაკადი მოლეკულური წყალბადის 1,4%-ს და ნახშიროჟანგის 0,8%-ს შეიცავს. ეს შენაერთი მეთანის მიკროორგანიზმების ბიოსინთეზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რომ სატურნის ოკეანეების ქვეშ ჰიდროთერმული წყაროებია. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment