Sunday, October 22, 2017

ნავალნიმ სობჩაკის კანდიდატურის წამოყენებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა

ოპოზიციონერმა ალეკსეი ნავალნიმ თავი შეიკავა საპრეზიდენტო კანდიდატად ქსენია სობჩაკის წამოყენების შესახებ კომენტარისგან, რომელიც მას რუსულმა საინფორმაციო გამოცემამ Интерфакс-მა სთხოვა.
"ჯერ კომენტარს არ ვაკეთებ, შესაძლებელია მოგვიანებით გიპასუხოთ", - განაცხადა ნავალნიმ.
18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ქსენია სობჩაკი რუსეთის საპრეზიდენტი არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, რომელიც 2018 წელს არის დაგეგმილი.
"მე ქსენია სობჩაკი ვარ, 35 წლის. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ რუსეთში და ჩემთვის სულ ერთი არ არის, როგორი გახდება ჩემი ქვეყანა", - დაწერა სობჩაკმა ღია წერილში.
ტელეწამყვანის თქმით, მისი კანდიდატურის წამოყენება სარგებელს მოუტანს, როგორც ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს, ასევე მთლიან საზოგადოებას. 
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კი, ნასამართლეობის გამო, 2028 წლამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment