👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი შემთხვევა შეაფასა და დაჭრილებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
„მიმდინარეობს გამოძიების პროცესი, შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, საარჩევნო პროცესი ყველა სხვა რეგიონში, ქალაქში მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში, ძალიან ღია და თავისუფალ გარემოში, ეს არის შეფასებული ასევე საერთაშორისო მონიტორების მიერ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ, საქართველოს მოქალაქეებს მოეცემათ შესაძლებლობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში მისცენ ხმა და გააკეთონ თავისუფალი არჩევანი",- განაცხადა მინისტრმა.
შემთხვევა 19 ოქტომბერს, ღამით, დაახლოებით 11 საათზე მოხდა, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების” ოფისს დაესხნენ თავს და ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია 4 პირი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი სოფელ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩონდაროვია.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment