Friday, December 1, 2017

ზუგდიდში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
ზუგდიდში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში კონფერენცია გაიმართა, რომელიც შიდსთან ბრძოლის თემატიკას მიეძღვნა.
ონფერენციას არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები დაესწრნენ. კონფერენციაში მონაწილეობდა ზუგდიდის მერი ლაშა გოგიაც.
კონფერენციის დაწყებამდე ქალაქის ქუჩებში მოეწყო სამოქალაქო აქცია „მე შიდსი მაქვს, ჩამეხუტე“. მოხალისეებმა ზუგდიდის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები დაარიგეს. აქცია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ზუგდიდის მერიის ჰოლში მოეწყო ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე და С ჰეპატიტზე, რომელიც უზრუნველყო ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ. ტესტირება ჩაიტარა ათასობით მოქალაქემ და მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment