Thursday, July 5, 2018

პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვის პროცედურა მარტივდება

პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვის პროცედურა მარტივდება. ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომელსაც 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ცვლილების შემდეგ პოლიტიკური დებატის გამართვისთვის საჭირო 30 დეპუტატის ხმა იქნება. 
"რადგან პარლამენტი სწორედ პოლიტიკური დებატების ადგილია და მეტი სივრცე უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკური დებატები იმართებოდეს უფრო ხშირად, ვიდრე ეს დღეს ხდება. ჩვენს საქმიანობას ამ წესის შემოღება ბევრად უფრო დინამიურს ​და ასევე საზოგადოებისთვის საინტერესოს გახდის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რეგლამენტის ახალი პროექტის მიხედვით, ფართოვდება პარლამენტის ნდობის ჯგუფისმანდატიც. 
რეგლამენტის ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია და გურამ მაჭარაშვილი. კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.
imedinews.g
e
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment