გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ მისი სამუშაო კაბინეტიდან ხმა გადის. ამის გამო, თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებით, კაბინეტის კედელში ხმის იზოლაციის დამონტაჟებას ითხოვს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს
,,რასაც ვლაპარაკობ ხოლმე კაბინეტში, ყველაფერი გარეთ ისმის," - უთხრა გორის მერმა ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, განსაკუთრებით, საუბრის ხმა სამდივნოში აღწევს.
კოტე თავზარაშვილის სამუშაო კაბინეტისა და სველი წერტილების რემონტის მიზნით 10 ათასი ლარი გამოიყო. სარემონტო სამუშაოებს კომპანია ,,მოურავი" აწარმოებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment