Friday, July 6, 2018

აშშ-ში დაპატიმრებული ავთანდილ ხურციძე წერილს ავრცელებს

აშშ-ში დაპატიმრებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მაქსიმუმ 5 წლიანი სასჯელი ემუქრება.
"ეხლა მოემზადეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი ანუ არალეგარული თამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ ჩემს შემთხვევაში. არ არის 0-დან 20-მდე, არის 0-დამ 5-მდე. 1 წელზე მეტი ვზივარ აქ. 10 თვე ერთ წლად ითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა გაქაჩე გამოქაჩე კიდე 2 წელი და ეგაა. ეს არის უტყუარი ინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს , 40 წელი ტერორისტი კი არა ვარ, რა სისულელეა, მაგის დამწერს და გამვრცელებელს ჭკუა აქვს? კიდევ დავბრუნდები და კიდევ ბევრს გავახოხებ რინგზე. ყოველდღე 3- საათიან ვარჯიშებს ვატარებ, თანაც დრო ბევრი მაქვს , სხვა საქმე არაფერი. ვარჯიში, ძილი, ჭამა. ასეთი პირობები, რომ მქონოდა ქუთაისში ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი,"- წერს ხურციძე.
მანამდე აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა.
ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს
ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ლევან მაყაშვილი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment