Friday, July 6, 2018

გარემოს ეროვნული სააგენტო: ჭუბერში პროცესები აღარ გაუარესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში იმყოფება.
„მდინარის დონემ გუშინდელთან შედარებით მკვეთრად დაიწია. სპეციალისტები პროცესების გაუარესებას აღარ პროგნოზირებენ. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, თუმცა არა ისეთი როგორიც იყო გუშინ. გამომდინარე აქედან, ასეთი მასშტაბების პროცესებს აღარ ველოდებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სააგენტოს თანამშრომლები კი განმარტავენ, რომ მყინვარის ინტენსიურ დნობას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექი, რამაც გამოიწვია მდინარე ნენსკრას აუზში წყლის დონის მკვეთრი მატება, რის შედეგადაც ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, ხეობაში არსებულ ფერდობებზე მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურებას და ღვარცოფულ მოვლენებს. სააგენტოს სპეციალისტები საველე კვლევებს განაგრძობენ.
ადგილზე მყოფი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი გიორგი მღებრიშვილიც ამბობს, რომ ჭუბერის ხეობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მისი თქმით, ვერტმფრენით ხეობის მონიტორინგი პერიოდულად ხორციელდება.
გუშინ სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.
სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალაც, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment