Friday, October 5, 2018

76 მანქანა, 13 შვეულმფრენი და რამდენიმე უძრავი ქონება - ხელისუფლების 6-წლიანი სამართლიანობა

„ქართული ოცნების“ მმართველობის 6 წლის თავზე, წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულად 162 მოქალაქეა ცნობილი, რომელთაც ჯამში, 44 739 417 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდათ. 

მთავარ პროკურატურაში შექმნილი - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, 2015-2018 წლებში, გახსნა ქონების იძულებით ჩამორთმევის 80 ფაქტი და დაბრუნებულია: - 76 ერთეული მანქანა და 6 კვადროციკლი, რომელთა სავარაუდო ღირებულება 3 559 568 ლარია.
 
🙏 საქართველოს საპატრიარქო 
 
ასევე დაბრუნებულია საერთო ჯამში, 1 574 326 კვ.მ ფართობის 38 მიწის ნაკვეთი; 6 - საცხოვრებელი ბინა, 2 - აგარაკი, საოფისე და კომერციული ფართები; 
თელავში მდებარე “აკურას“ ღვინის ქარხანა; გორში მდებარე სასტუმრო და საცურაო კომპლექსები; შოვის პანსიონატის ტერიტორია; 2 - თვითმფრინავი და 13 - შვეულმფრენი, ასევე სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში    
 
“ინტერპრესნიუსისათვის“ ცნობილი გახდა უშუალოდ დაზარალებულად ცნობილ პირთა ვინაობა, რომელთაც უკანონოდ ჩამორთმეული შემდეგი ქონება დაუბრუნდათ:

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი      

1. გოჩა ენუქიძე, შპს “იბერკომპანი“ - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 960 კვ.მ მიწის ნაკვეთი - სავარაუდო ღირებულება 2 304 000 ლარი;

2. ნიკოლოზ კვეზერელი - დაბა გუდაურში მდებარე 28 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი - სავარაუდო ღირებულება 2 783 000 ლარი;

3. შპს დიღომი 93, გონერი ხახუბია, ამირან ჯაფარიძე, ეკატერინე სანაძე, თამაზ მიქაძე, იზოლდა გოგიბერიძე, მარინა კალანდაძე, მიხეილ ჩაჩუა, ნინო სანაძე, ტარიელ ფალავანდიშვილი; - დიღომი-გლდანის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 16 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი - სავარაუდო ღირებულება 9 135 212 ლარი;

4. თორნიკე მოლაშვილი, თათია ბახტურიძე - წავკისის აგარაკი - სავარაუდო ღირებულება 910 000 ლარი;

5. ირაკლი მახარაშვილი - 1 020 კვ.მ მიწა სოფელ დიღომში - სავარაუდო ღირებულება 589 000 ლარი;

6. ზაზა ფართლაძე - 1 000 კვ.მ მიწა გუდაურში - სავარაუდო ღირებულება 102 000 ლარი;

7. თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე - აკურას ღვინის ქარხანა - სავარაუდო ღირებულება 10 000 000 ლარი;

8. რამაზ თოთლაძე - ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე დუპლექსის ტიპის 535 კვ.მ საცხოვრებელი ბინა და ამავე ქუჩაზე მდებარე 57.04 კვ.მ საოფისე ფართი - სავარაუდო ღირებულება 341 000 ლარი; 80 000 ლარი;

9. მერაბ ლურსმანაშვილი - წყნეთის გზატკეცილი 39-ში მდებარე 166 კვ.მ ბინა - სავარაუდო ღირებულება 185 000 ლარი;

10. ნუგზარ ბარბაქაძე - წყნეთის გზატკეცილი 39-ში მდებარე 87 კვ.მ ბინა - სავარაუდო ღირებულება 125 000 ლარი;

11. სს “ინტურისტი“, ილია კაპანაძე, დავით კაპანაძე - სასტუმრო “ინტურისტი“ - სავარაუდო ღირებულება 1 254 784 ლარი;

12. გიორგი ქუთათელაძე - ორი მიწის ნაკვეთი 45 კვ.მ და 96 კვ.მ - სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარი;

13. სალომე საყვარელიძე - ორი მიწის ნაკვეთი 42 კვ.მ და 23 კვ.მ - სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარი;

14. შპს ლაზარე, ნანული ქობალია, ია დვალი, სალომე საყვარელიძე, გიორგი ქუთათელაძე - სამი მიწის ნაკვეთი 88.27 კვ.მ; 106 კვ.მ; 101 კვ.მ - სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარი;

15. ოლღა პავლიაშვილი, გია გიგუაშვილი - გორის საცურაო კომპლექსი - 736 225 ლარი;

16. ფრიდონ ბარათაშვილი - ქუთაისში მდებარე 7 000კვ.მ მიწის ნაკვეთი - სავარაუდო ღირებულება 180 000 ლარი;

17. დავით კუპატაძე - თბილისში, კობარეთის ქუჩის მიმდებარედ 490 კვ.მ - სავარაუდო ღირებულება 240 000 ლარი;

18. გია ოქრუაშვილი - თბილისში, გლდანის პირველ მიკრო რაიონში მდებარე 480 კვ.მ მიწის ნაკვეთი - 7 000 ლარი;

19. გურამ ჩიქოვანი, ფრიდონ ქიქავა, ლიანა ინწკირველი - ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი; სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი - სავარაუდო ღირებულება 983 000 ლარი;

20. შპს “აბა და კომპანია“ - კომერციული ფართი (598 კვ.მ) - სავარაუდო ღირებულება 263 884 ლარი;

21. ანრი გოგიტიძე, სოფიო გოგიტიძე - ბათუმში მდებარე 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინა - სავარაუდო ღირებულება 81 000 ლარი;

22. შახი ლატარია - წალენჯიხაში მდებარე 10 ჰა. მიწის ნაკვეთი - სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარი;

23. ვახტანგ გოგიბერიძე - წალენჯიხაში მდებარე 5 ჰა. მიწის ნაკვეთი - სავარაუდო ღირებულება 15 000 ლარი;

24. ზაურ ფირცხალაშვილი - ლანჩხუთში მდებარე 3.5 ჰა. მიწის ნაკვეთი - სავარაუდო ღირებულება 2 615 600 ლარი;

25. კობა ძლიერიშვილი - თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. მდებარე ბინა - სავარაუდო ღირებულება 219 000 ლარი;

26. გიორგი ბიჭაშვილი, გ. ბიჭაშვილი - შოვის პანსიონი - სავარაუდო ღირებულება 469 300 ლარი;

27. შპს “ინტერსერვისი“, გილარ დაბრუნდაშვილი, გივი ქობულია, ზურაბ წიტაიშვილი, მამუკა დალაქიშვილი, ნანა გოგლიძე, ოღლა მიქელაშვილი; სოფიო წერეთელი; დავით დაბრუნდაშვილი - დიღომი-გლდანის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი -სავარაუდო ღირებულება 4 336 920 ლარი;

28. შპს “გრანდემი“, მიხეილ ლურსმანაშვილი, ელზა გნოლიძე, დავით ჯოხაძე, ნოდარ მექვაბიძე, თამაზ სიდამონიძე - გორის ცენტრალური სტადიონი - სავარაუდო ღირებულება 1 112 000 ლარი;

29. მურმან მუმლაძე - თბილისი, ევდოშვილისა და სოხუმის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ბინა, საერთო ფართით 120 კვ.მ - სავარაუდო ღირებულება 198 000 ლარი;

30. მერაბ ფიცხელაური - სახცოვრებელი სახლი ყაზბეგში - სავარაუდო ღირებულება 62 921 ლარი;

31. ქეთევან კობახიძე, ვასილ ჯმუხაძე - თბილისში, წყნეთის დასახლებაში მდებარე 600 კვ.მ მიწა - სავარაუდო ღირებულება 79 986 ლარი;

32. დავით ანთაძე - თბილისში, წყნეთის დასახლებაში მდებარე 598 კვ.მ მიწა - სავარაუდო ღირებულება 79 739 ლარი;

33. ბიძინა ჩიხლაძე - დიდ ლილოში მდებარე 4 ერთეული მიწის ნაკვეთი (საერთო ჯამში 7 402 კვ/მ) - სავარაუდო ღირებულება 529 663 ლარი;

34. გიორგი ონიანი - გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 120 ჰა. მიწა - სავარაუდო ღირებულება 250 728 ლარი;

35. მერი ხუფენია - ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე მთლიანობაში 4 777 კვ.მ ფართობის 2 მიწის ნაკვეთი - სავარაუდო ღირებულება 5 000 ლარი;

36. გურამ ხუფენია - ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე დაახლოებით 1 ჰა. ფართობის 2 მიწის ნაკვეთი - 10 000 ლარი;

37. გელა კაკალაშვილი - ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში მდებარე 1 ჰა ფართობის 2 მიწის ნაკვეთი - სავარაუდო ღირებულება 10 000 ლარი;

38. გიორგი ღონღაძე, ვიტალი ნანიტაშვილი, შპს “აკვარიუმი“ – 6 ერთეული “ჰიუნდაის მარკის მანქანა;

39. ჯანგულ მოისწაფიშვილი, აკაკი მოისწაფიშვილი - “ჰიუნდაი ტუქსონი“;

40. ზურაბ შენგელია, ალექსანდრა არაყიშვილი - “იამაჰა გრიზლი“ მარკის კვადროციკლი;

41. ლევან ჯამაგიძე, ზანდა კალატოზიშვილი - ორი ერთეული “ჰიუნდაი IX 35”;

42. გიორგი ბასილაია, ემზარ ბასილაია - “ტოიოტა ლენდკრუიზერი LC200” და “ჰიუნდაი IX 55”;

43. ხათუნა საგანელიძე - “ტოიოტა ავენსისი 1.8.“, “ჰიუნდაი სონატა“;

44. მაგდა ბაგრატიონი, მაია ბოცვაძე - “ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150”,

45. ლაშა ჭოხონელიძე - “ჰიუნდაი IX 35”;

46. გიორგი რეხვიაშვილი - “მერსედეს-ბენც ML 350”, “ჰიუნდაი სონატა“;

47. პარსამ ზალინიანი - “ფოლკსვაგენ პასატი“;

48. შმაგი რატიანი - “ფოლკსვაგენ პასატი“;

49. გივი თოდაძე - “რენჯ როვერი“, “კრაისლერი“;

50. იაკობ ნადირაძე - “ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო LC150”;

51. ავთანდილ მიქაძე - “BMW 520” 2004;

52. თეიმურაზ გავაშელიშვილი - “ფოლცვაგენ ჯეტა“, “მერსედესი E 200”; ოქროს ნაკეთობები;

53. გელა ბარკალაია - 10 ერთეული “ტოიოტა ჰაილუქსი“;

54. რევაზ ფერაძე, გ. ხარაიშვილი - “მერსედეს-ბენც E 320”;

55. გივი ღუჭაშვილი - “ნისან მურანო“;

56. ზურაბ დოლაკიძე, ნინო ლილუაშვილი - 2 ერთეული “ტოიოტა ჰაილუქსი“;

57. გიორგი საყვარელიძე, ნუნუ ორდენიძე - 4 ერთეული “ტოიოტა ჰაილუქსი“;

58. ალექსანდრე ქარდავა, ზურაბ ქარდავა - 3 ერთეული “ტოიოტა ჰაილუქსი“;

59. გოშქარ ჩაილიევი, შაფაკ პოპოცი - “ტოიოტა ქამრი“;

60. დავით პაპოშვილი - 2 ერთეული “ტოიოტა ქამრი“;

61. გიორგი შავდია - “ტოიოტა კოროლა“;

62. კახა გურგენიძე, მარიამ რატიანი - “ჰიუნდაი სანტაფე“;

63. ჯემალ ნაცვლიშვილი - MERCEDES BENZ ML-350;

64. სამსონ ცეცხლაძე - 4 ერთეული “ჰიუნდაი სონატა“ და 1 ერთეული “ჰიუნდაი IX35”;

65. დავით ჩიტაია - “ჰიუნდაი ტუქსონ IX35”;

66. შპს “შარაგზანშენი პირველი“, გულადი ბერაია - 5 ერთეული “ჰიუნდაი ტუქსონ IX35”;

67. ვაჟა ციგროშვილი - 13 ერთეული მანქანა “ტოიოტა პრადოს“, “ტოიოტა ჰაილუქსის“, “ტოიოტა კამრის“, “ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის; 5 კვადროციკლი;

68. გიორგი ქალიაშვილი - თანხა - 100 00 ლარი;

69. ამირან ბეგიაშვილი - თანხა - 80 000 ლარი;

70. შპს “ბუნება 2005“, ვარლამ ქარცივაძე, გოგიტა ზღაპარაძე - დმანისის რაიონში წყლის მოპოვების ლიცენზია - 184 558 ლარი;

71. fly adjara - ნოდარ და ლევან კაკაბაძეები; შპს ავიატორი - ჯუმბერ, მერაბი და გურამ დიასამიძეები - comp air 8 ტიპის 2 თვითმფრინავი; “EXEC162F“ შვეულმფრენი - სავარაუდო ღირებულება 184 558 ლარი;

72. პავლე კუსიანი - ანტიკვარული წიგნი “ხელოვნების ისტორია არქიტექტორული ძეგლების მიხედვით“ პარიზი 1832 – სავარაუდო ღირებულება 30 000 დოლარი;

73. ოთარ მიქაძე - “პარაბელუმის პისტოლეტი;

74. თამაზ ქობალია - 6 000კვ.მ მიწა ზუგდიდში - სავარაუდო ღირებულება 35 000 ლარი;

75. ზაურ შაყლანძე - 5 316 კვ.მ მიწა ზუგდუდში - სავარაუდო ღირებულება 20 000 ლარი;

76. ენვერ მოლაშხია - 5456.36 კვ.მ მიწა ზუგდიდში - სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარი;

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი პროკურატურის სისტემაში 2015 წელს შეიქმნა. დეპარტამენტი იძიებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მომხდარ, სამართალწარმოების პროცესში მოქალაქეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ცემა-წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს.
bpn.ge

No comments:

Post a Comment