საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეგვიპტეში, საქართველოდან ჩასული მოქალაქეების პრობლემის მოგვარების საკითხში საქართველოს საკონსულო ჩაერთო. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.
უწყების განმარტებით, საკონსულოში დახმარების მიღების თხოვნით შეტყობინება არ შესულა, მათ შორის არც ცხელ ხაზზე. მიუხედავად ამისა, კონსული ცდილობს მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეების კოორდინატები და დახმარება აღმოუჩინოს.
ცნობისთვის, რომ ეგვიპტეში მყოფი ქართველი ტურისტები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მგზავრების ინფორმაციით, „კაიროს ავიახაზების“ თვითმფრინავი გვიან ღამით, 02:00 საათზე უნდა გამოფრენილიყო, თუმცა რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment