Saturday, October 6, 2018

Facebook-ი ბავშვების პირადი ინფორმაციის მოპარვაში დაადანაშაულეს


სოციალური ქსელი Facebook-ი Messenger Kids-იდან ბავშვების ინფორმაციის არალეგალურად მოპარვაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Multichannel-ი წერს
ბრალდებები პირველად კოალიციური ჯგუფებისგან და ამერიკელი მომხმარებლისგან გაჟღერდა. ისინი ბავშების უფლებების დაცვას ითხოვენ. აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ ამის შესახებ რამდენიმე საჩივარი უკვე მიიღო. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ Facebook-ი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არალეგალური გზით იღებდა და კონფიდენციალობის შესახებ წესებს არღვევდა. 
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ Facebook-ი უკანონოდ მიღებულ ინფორმაციას მესამე პირზე გაასხვისებს. 
Facebook Messenger Kids-ი თავდაპირველად 2017 წლის დეკემბერში შეერთებული შტატებში ამოქმედდა. მოგვიანებით კი აპლიკაცია კანადაში, პერუსა და მექსიკაშიგახდა ხელმისაწვდომი. მესენჯერი 6-12 წლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. 
Messenger Kids-ს iOS-სა და Android-ზე ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 
2018 წელს ცნობილი გახდა, რომ „ფეისბუკის“ ათობით მილიონი მომხმარებლის მონაცემზე უკანონოდ მოიპოვა წვდომა კომპანია Cambridge Analytica-მ, რომელიც პოლიტიკური რეკლამის მიმართულებით საქმიანობდა, მათ შორის დონალდ ტრამპისთვისაც. ამის შემდეგ Facebook-მა მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებაზე კონტროლი გაამკაცრა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment