Tuesday, November 27, 2018

10 რამ, რისი გაკეთებაც ყველას ეზარება და ოცნებობს ამას მის ნაცვლად სხვა აკეთებდეს

ამ­ბო­ბენ, ფრთხი­ლად იოც­ნე­ბეთ, ერთ დღეს ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბაო. ჰოდა მოდი ჩვენც ვი­ოც­ნე­ბოთ იმა­ზე, რისი გა­კე­თე­ბაც მუდ­მი­ვად გვე­ზა­რე­ბა და უარს არ ვი­ტყო­დით, თუ მას ჩვენ ნაც­ვლად სხვა გა­ა­კე­თებ­და.
და­სა­ზა­რი საქ­მე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი არც ისე მოკ­ლეა:
ნაგ­ვის გა­დაყ­რა
ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ნაგ­ვის გა­დაყ­რა არ ეზა­რე­ბა. ან კი რა­ტომ არაა და­სა­ზა­რი? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დი­ლით ლა­მა­ზად გა­მო­ე­წყვეთ, ბო­ლოს სა­სურ­ვე­ლი სუ­ნა­მოც და­ის­ხით და გას­ვლის წინ კი ნაგ­ვის პარ­კი უნდა გა­ი­ყო­ლოთ. არაა, ჩვენს წარ­მოდ­გე­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე ასე ნამ­დვი­ლად არ იწყე­ბადი­ლით ად­გო­მა
რა იქ­ნე­ბა, დი­ლით ად­გო­მა რომ არ არ­სე­ბობ­დეს? სამ­წუ­ხა­როდ, ის მა­ინც არ­სე­ბობს. და რა იქ­ნე­ბა, რომ ის სხვამ გა­ა­კე­თოს ჩვენს ნაც­ვლად?მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლა
ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხის ქო­ნა­ზე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობს. უფ­რო­სებს ისე ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბო­დათ, მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლა აღარ მო­უ­წევ­დათ, აღარც რიგ­ში დგო­მა და არც სა­ცო­ბებ­ში დრო­ის კარ­გვა. ისე, ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას რომ ვუ­თხრათ ჯა­დოს­ნუ­რი „ბი­ბი­დი ბა­ბი­დი ბუ“, ნე­ტავ რას იზამს? ან „ბი­ბი­დი ბა­ბი­დის ბუს“ ნაც­ვლად ჯა­დოს­ნუ­რი სი­ტყვე­ბი Momitane.ge ვთქვათ და რაც გვინ­და, 1 სა­ათ­ში ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც ჩვე­ნი სახ­ლის კარ­თან გაჩ­ნდე­ბა.თბი­ლის­ში მან­ქა­ნის და­პარ­კინ­გე­ბა
კვლე­ვა რომ ჩა­ტარ­დეს ქა­ლა­ქებს შო­რის, თუ სად არის და­პარ­კინ­გე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, თბი­ლი­სი პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­დო­და. ბევრ ადა­მი­ანს ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა სწო­რედ იმი­ტომ ეზა­რე­ბა, რომ არ იცის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე და­ა­პარ­კინ­გებს მან­ქა­ნას თუ 2 კმ-ის მო­შო­რე­ბით.ბავ­შვის და­ტუქ­სვა
ნეტა, ბავ­შვი რომ დავ­ტუქ­სოთ მა­ინც ვეყ­ვა­რე­ბი? არა, აშ­კა­რად სჯობს, ჩვენს მა­გივ­რად სხვამ და­ტუქ­სოს.მა­კი­ა­ჟის მო­შო­რე­ბა
ამ­ბო­ბენ, სი­ლა­მა­ზე მსხვერ­პლს მო­ი­თხოვ­სო. არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში მსხვერ­პლი მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა კი არა, მისი მო­შო­რე­ბაა.ტან­საც­მლის არ­ჩე­ვა, თუ რა ჩა­ვიც­ვათ
ღმერ­თო, რის­თვის ვი­ყი­დე ამ­დე­ნი ტან­საც­მე­ლი? არ ჯობ­და, ერთი მქო­ნო­და და აღარც ვი­ფიქ­რებ­დი, რა ჩა­მეც­ვა.
ექიმ­თან წას­ვლა
ნე­ტავ რა სჯობს, ბე­ბი­ის ნათ­ქვა­მი ბა­ლახ-ბუ­ლა­ხით ვიმ­კურ­ნა­ლოთ თუ ექიმ­თან წა­ვი­დეთ? ექი­მის კა­ბი­ნეტ­თან უსასრლოდ ლო­დინ­ზე მე­ტად ალ­ბათ არა­ფე­რი ეზა­რე­ბა ადა­მი­ანს.
საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა
საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა ყვე­ლას ეზა­რე­ბა. დამ­ღლე­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ ყვე­ლა ოც­ნე­ბობს, რა იქ­ნე­ბა, საჭ­მე­ლი სხვამ მო­ამ­ზა­დოს ჩვენს მა­გივ­რა­დო. ხომ გი­თხა­რით ფრთხი­ლად იოც­ნე­ბეთ, ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა. Momitane.ge ამას თქვენ მა­გივ­რად მარ­თლაც გა­ა­კე­თებს, სამ­სა­ხუ­რი­დან გას­ვლის წინ შე­უკ­ვე­თეთ სა­სურ­ვე­ლი კერ­ძი და სახ­ლში მი­სულს მა­ლე­ვე მო­გი­ტანთ Momitane.ge-ს კუ­რი­ე­რი.ნაძ­ვის ხის დაშ­ლა
ნაძ­ვის ხის მორ­თვა ჯა­დოს­ნუ­რი პრო­ცე­სია. ნაძ­ვის ხის დაშ­ლა კი ყვე­ლას ეზა­რე­ბა. ისე, მორ­თუ­ლი რომ შე­ვი­ნა­ხოთ შემ­დეგ ახალ წლამ­დე?
ambebi.ge

No comments:

Post a Comment