Wednesday, November 21, 2018

მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგო გამოავლინეს

11 წლის ჩინელი ჩჟან ცზიუს სიმაღლე უკვე 208 სანტიმეტრია. ის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს. გოგო მეექვსე კლასელია და პროფესიონალი კალათბურთელობა სურს. გოგოს დედა ყოფილი კალათბურთელია. მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგოს შესახებ Daily Mail-მა დაწერა.
გოგოს მშობლების სიმაღლე მხოლოდ 180 სანტიმეტრია. მათი თქმით, 6 წლის ასაკში შვილის სიმაღლე უკვე 160 სანტიმეტრი იყო.
ამ ასაკის ჩინელი გოგოს საშუალო სიმაღლე 137 სანტიმეტრია.
გინესის წიგნის მიხედვით, აქამდე ყველაზე მაღალი გოგო 12 წლის სიფი ჰოლინსი იყო, მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment