Sunday, November 25, 2018

ნაციონალების წინააღმდეგ ქუთაისში ბაიკერების აქცია-მსვლელობა მოეწყო

არა მიშას“ ,,არა ნაცებს“- ამ მოწოდებებით ქუთაისში ბაიკერების აქცია-მსვლელობა მოეწყო. ბაიკერებმა პროტესტი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს და ნაციონალურ მოძრაობას გამოუცხადეს. აქციის მონაწილეების თქმით ისინი მხარს საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ და სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას არ დაუშვებენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment