Tuesday, November 27, 2018

რა მოხდება, თუ ზურაბიშვილი და ვაშაძე არჩევნებში თანაბარი რაოდენობის ხმებს დააგროვებენ?

28 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა. უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა პრე­ზი­დენტს პირ­და­პი­რი წე­სით ბო­ლო­ჯერ ირ­ჩევს. თუ ამ პო­ლი­ტი­კუ­რად ცხელ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ატ­მოს­ფე­როს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, დიდი ალ­ბა­თო­ბით სიმ­შვი­დე, არც კენ­ჭისყ­რის დღე­საა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.
სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი: რა მოხ­დე­ბა, თუ არ­ჩევ­ნებ­ზე მივა და ორი­ვე კან­დი­დატს გა­და­ხა­ზავს? ან რა მოხ­დე­ბა, თუ ორი­ვე კან­დი­და­ტი თა­ნა­ბარ ხმებს და­აგ­რო­ვებს? რა შემ­თხვევ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ცხად­დეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩაშ­ლი­ლად? გვე­ლის თუ არა "მე­სა­მე ტური" და ა.შ. რო­გორც AMBEBI.GE-მ გარ­კვია არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლის, არც თე­ო­რი­უ­ლი და არც სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.
ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ორი­ვე კან­დი­და­ტი ხმე­ბის თა­ნა­ბარ რა­ო­დე­ნო­ბას და­აგ­რო­ვებს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა ის კან­დი­და­ტი რო­მელ­მაც პირ­ველ ტურ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ხმა მი­ი­ღო.
"სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლადო ბოჟა­ძე:
"არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­ში მხო­ლოდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზეა დათ­ქმა, რომ თუ სა­სა­მარ­თლომ ბა­თი­ლად ცნო ურ­ნე­ბის 10%-ზე მე­ტის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის შე­დე­გე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბი ხე­ლახ­ლა ჩა­ტარ­დე­ბა, რო­გორც ეს მოხ­და 2003 წელს. მაგ­რამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რი არ გვაქვს. არ­ჩე­უ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც მეტ ხმას მი­ი­ღებს. თა­ნაბ­რად თუ გა­და­ნა­წილ­და, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რად­გან კა­ნონ­ში წე­რია, რომ პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა ის, ვინც პირ­ველ ტურ­ში მი­ი­ღო ყვე­ლა­ზე მეტი ხმა.
რამ­დე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლიც არ უნდა მი­ვი­დეს, არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა. ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იწე­რე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მში. მა­გა­ლი­თად, თუ ერთ-ერთ უბან­ზე ყვე­ლა ამომ­რჩე­ველ­მა ორი­ვე კან­დი­და­ტი გა­და­ხა­ზა, ჩვე­უ­ლებ­რივ შე­ივ­სე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი და კან­დი­და­ტებს ნოლი და­ე­წე­რათ. თუ ამომ­რჩევ­ლე­ბი უბან­ზე არ მივ­ლენ, მა­ში­ნაც ასე ჩა­ი­წე­რე­ბა.
შე­სა­ბა­მი­სად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლის არა­ნა­ი­რი თე­ო­რი­უ­ლი შან­სი არ არ­სე­ბობს. გა­ბა­თილ­დე­ბა მხო­ლოდ ის უბა­ნი, სა­დაც რა­ი­მე სა­ხის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­დე­ბა. ასე, რომ ჩაშ­ლის და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს" - გვი­თხრა ბოჟა­ძემ.
მი­სი­ვე თქმით, რი­გით მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია სა­ვა­რა­უ­დოდ, 16 დე­კემ­ბერს, კენ­ჭისყ­რი­დან მე­სა­მე კვი­რა დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment