Sunday, November 25, 2018

კალაძე: ნაციონალებმა მსოფლიოს აჩვენეს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ მეორე ტურში რაიმე სახის გადაცდომა იქნება, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს. ამის შესახებ კალაძემ ვერაზე, ამომრჩეველთან შეხვედრის შემდგეგ თქვა. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.
კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" 2012-წლამდე მსოფლიოს აჩვენებდა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, 2012 წლის შემდეგ კი აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.
"არავითარ შემთხვევაში არ გვჭირდება დაპირისპირება, არ დაუშვებთ. იმ მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, გადატრიალებებს, რევოლუციებს და ასე შემდეგ, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. თუ რაიმე სახის გადაცდომა იქნება, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება.
2012 წლის შემდეგ ასეთი მძიმე საარჩევნო კამპანია არ მახსოვს. ასეთი სიბინძურე, ცილისწამება, სიცრუის პროპაგანდა, პირადი შეურაცხყოფები სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფები აჩვენებენ სრულიად საქართველოსა და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს და როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია. 2012-წლამდე კი ისინი აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფალი საკუთარი მოსახლეობის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე
imedinews.ge

No comments:

Post a Comment