Wednesday, November 21, 2018

კოსტავა-შარტავას ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა

კოსტავა-შარტავას და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა საკომუნიკაციოები, ასევე სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები. გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ქსელები. ასევე ტრორუარები, ახალი ბორდიულები. გაკეთდა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები.
ასევე, დღესვე დასრულდა „ბასლაინების“ დახაზვა. გარდა ამისა გამწვანდა ამ ქუჩებზე არსებული გზაგამყოფები.
მთლიანობაში აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment