Wednesday, November 21, 2018

რობერტ დენირო ცოლს გაშორდა


ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი რობერტ დენირო ცოლს გაშორდა. ამის შესახებ გამოცემა Hollywoodreporter-ი იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დენირომ და გრეის ჰაიტაუერმა განქორწინება გადაწყვიტეს. წყვილმა 1997 წელს იქორწინა. 1999 წელს ისინი ერთმანეთს დროებით დაშორდნენ და 5 წლის შემდეგ შერიგდნენ.
მათ 20 წლის ვაჟი და 6 წლის ქალიშვილი ჰყავთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment