Friday, November 23, 2018

ქედის შემდეგ მეწყერი კვარიათშიც ჩამოწვა

სოფელ კვარიათში, მემიშიშების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწის მასამ საფრთხე ორ ოჯახს შეუქმნა. 
ჯეირან მემიშიშის 7-წევრიან ოჯახს, ბათუმის მერია დროებით ქირით გაიყვანს. ისინი კომპენსაციას ითხოვენ. ჯეირან მემიშიშის თქმით, სახლი საცხოვრებლად სახიფათოა, ამიტომ მათი გასახლებაა საჭირო.  
მეორე საცხოვრებელი სახლი გერმანიის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ამ ეტაპზე, სავარაუდოდ,  საქართველოში არ იმყოფება. 
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ორდღიანი წვიმისა და უამინდობის გამო, 22 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზვარეში, გუნდაურში, მერისსა და ვაიოშიც განვითარდა მეწყრული პროცესები. ზვარეში მეწყრული პროცესი კვლავ აქტიურია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment