Friday, November 23, 2018

„ჩელსიმ“ კანტესთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ფრანგმა ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ „ჩელსისთან“ ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ BBC იტყობინება. 
„მიხარია, რომ ჩელსიში თამაშს გავაგრძელებ. აქ ყოფნის პერიოდში, როგორც ფეხბურთელი, ძალიან გავიზარდე. მე მომწონს ქალაქი და მიხარია, რომ აქ ვრჩები“, - განაცხადა 27 წლის ფრანგმა კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ. 
კანტე „ჩელსიში“ 2016 წელს „ლესტერიდან“ გადავიდა და კლუბთან ერთად ინგლისის ჩემპიონატი და თასი მოიგო. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment