Saturday, November 24, 2018

თელავში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კისისხევში მოხდა. „ოპელის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
 ექიმის თქმით, მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცავალა.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment