Saturday, November 24, 2018

ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ავღანეთში ნატოს მხარდამჭერი მისიის სპიკერი დებრა რიჩარდსონი განმარტავს, რომ დაღუპულის ვინაობა და მომხდარზე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 
ავღანეთში აშშ-ის 14,000 ჯარისკაცი ნატოს მისიის ფარგლებში მსახურობს. 
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 2001 წელს რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ დამხობის მიზნით, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ჩავიდნენ. 
17-წლიანი ომის განმავლობაში 2,400-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment