Monday, November 26, 2018

ინგუშეთში ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ რეფერენდუმს ითხოვენ

ინგუშეთში საინიციატივო ჯგუფმა საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმის შესახებ განცხადება შეიტანა. ამის შესახებ ბლოგზე „კავკაზკი უზელ“ სამართალდამცველმა მაგომედ მუცოლგოვმა განაცხადა. 
უფლებადამცველები ითხოვენ, რომ დაარეგისტრირონ ჯგუფი და საზღვრის შესახებ რეფერენდუმი საკითხი გაიტანონ. ჯგუფის რეგისტრაციის შემდეგ, ინგუშეთში დაიწყება ხელმოწერების შეგროვება. მთლიანად 10 ათასი ხელწერა იქნება შესაგროვებელი. 
ინგუშეთის ოპოზიციას მიაჩნია, რომ რეფერენდუმს დადებითი შედეგი ექნება და ამით შესაძლებელი გახდება რესპუბლიკის ლიდერის იუნუს-ბეკ ევრუკოვის გადაყენებაც. 
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო შეთანხმების საქმე განსახილველად მიიღო. ღია სხდომაზე განხილვა 27 ნოემბერს ჩატარდება.
8 ნოემბერს, ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადი შეიტანა და სთხოვა სასამართლოს დაედგინა, შეესაბამება თუ არა რუსეთის კონსტიტუციას ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის შეთანხმება.
16 ოქტომბერს, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. შესაბამის დოკუმენტს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი, 4 ოქტომბერს კი პარლამენტებმა მათი რატიფიცირება მოახდინეს, რასაც ინგუშეთში მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა. 
30 ოქტომბერს, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რესპუბლიკის კანონი, რომელმაც ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment